ივანე მაჭავარიანი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი​ს ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს

ივანე მაჭავარიანი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი​ს ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს

access_time2020-01-21 22:14:31

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი​ს ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სადაც განხილული იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საქართველოს და ბულგარეთს.

 

„საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოსა და ბულგარეთს. ისინი აღგვიქვამენ, როგორც კარიბჭეს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიისკენ და ჩვენ ჩვენი მხრივ, მათ აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს ევროპისკენ. შესაბამისად, ჩვენს შორის ურთიერთობები, შავი ზღვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინქი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

 

„საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის, ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა“, – განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.

 

1TV





2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...

ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს

ვანო მაჭავარიანი 200 000 -ის მოხსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს
access_time2020-02-20 15:48:50
„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაუსვა.მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო...

„საქართველოში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის გახსნას ვაპირებ“ - გიორგი ქინქლაძე

„საქართველოში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის გახსნას ვაპირებ“ - გიორგი ქინქლაძე
access_time2020-02-20 19:00:20
გიორგი ქინქლაძემ ხანგრძლივ დუმილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დაარღვია – ახლო წარსულის გამორჩეული ვარსკვლავი, „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ლეგიონერი გიორგი ქინქლაძე გადაცემის თანაწამყვანის, თბილისის „დინამოს“ ასევე ლეგენდარული თავდამსხმელის, ვლადიმერ გუცაევის მიწვევას დათანხმდა და ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა. „მოლაპარაკება მიმყავს „მანჩესტერ სიტის“ მფლობელებთან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გუნდის საფეხბურთო აკადემია საქართველოში გაიხსნას....

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...


მსგავსი სიახლეები

up