ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ გაცილებით ზუსტი მონაცემები გვაქვს, „ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსით არის დანახული

ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ გაცილებით ზუსტი მონაცემები გვაქვს, „ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსით არის დანახული

access_time2019-09-19 12:58:27

როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობასა და სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება,ჩვენ გვაქვს გაცილებით ზუსტი მონაცემები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით.


ამასთან, მინისტრი კვლევის სიზუსტეზე კომენტარისგან თავს იკავებს და ეკონომიკურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კვლევაშია მოყვანილი.


„ეკონომიკური საკითხებზე, რაც მოყვანილია – სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის სამსახურში და ასევე სხვადასხვა უწყებებში. ეს არის გაცილებით მაღალხარისხიანი და მეთოდებიც არის აპრობირებული. შესაბამისად, როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ბუნებრივია, ჩვენ ეს პარამეტრები გვაქვს გაცილებით უფრო ხშირად და გაცილებით უფრო ზუსტი. ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და გატარებისას, ვეყრდნობით როგორც ადგილობრივ, პირველ რიგში, სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვა უწყებების კვლევებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კვლევებს, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ატარებენ – მსოფლიო ბანკი თუ სხვა ორგანიზაციები. შესაბამისად, მონაცემები გვაქვს ბევრად უფრო ზუსტი“, – განაცხადა მინისტრმა.


მისი შეფასებით „ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით არის დანახული.



„ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით და რაკურსით დანახულია ხოლმე და განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა „ენდიაის“ როგორც ინსტიტუტის ნდობა იყო, მერე იყო საუბარი, რომ ადგილზე ვერ ხორციელდება სათანადოდ საველე სამუშაოები. მე ამ პოლემიკაში ვერ შევალ, რადგან სათანადო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ განწყობებშიც თუ არის ცვლილება, ეს გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ და მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს ამან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აღებული იმ განწყობებით უნდა დავგეგმოთ ეკონომიკა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


მინისტრის განმარტავს, რომ ეკონომიკა იგეგმება ზუსტი ინფორმაციით და კვლევებით, რომელიც ბევრად უფრო მაღალპროფესიულ დონეზეა.


„რაც შეეხება 20 ივნისს, დრამატული შემთხვევის რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა,რომელმაც გამოიწვია თავლის დაკარგვა, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან. მე პირადად ვუყურებდი, ვესწრებოდი და იქ ვიყავი. გარდა რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც რეზინის ტყვიებს უკავშირდება, არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი. იყო აგრესია მათ მიმართ ბევრი საათის განმავლობაში. გაქვთ ქრონოლოგია, დასხედით, უყურეთ რა როდის, რომელ წამზე რა ხდებოდა და ნახავთ. დრამატული ნაწილია ბოლოსკენ, რომელზეც ინდივიდუალური გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.


1tv.ge






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up