ივანე მაჭავარიანი - ჯერ კიდევ შესაძლებელია, ტყიბული ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყოს, არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფიდან

ივანე მაჭავარიანი - ჯერ კიდევ შესაძლებელია, ტყიბული ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყოს, არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფიდან

access_time2019-09-26 12:23:05

მიგვაჩნია, რომ ტყიბული ქვანახშირის მოპოვების სფეროში ჯერ კიდევ შესაძლებელია, ბიზნეს და ეკონომიკური კუთხით იყოს საინტერესო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ტყიბულში მაღარო სხვა კომპანიამ გადაიბაროს.მისი თქმით, არის საუბრები იმაზე და შეიძლება რამდენიმე კომპანია არსებობდეს, რომელიც ამით დაინტერესდება.


„შეიძლება, ჩვენ ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც ამას აიღებს, უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს დანერგვას და შესაბამისად, საწარმოს გახდის მომგებიანს. არის ამის რესურსი. ეს რესურსი არ არის გადაწურული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ ამ გზით განვითარდება სცენარი. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოიტანს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


მისი თქმით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის და ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.


„გულახდილად გეუბნებით, დეტალებს არ ვფლობ. ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ვფიქრობ, ისინი გააკეთებენ კომენტარს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უკვე არის კარგი სიმპტომი, კარგი ნიშანია, დაველოდოთ მოვლენებს. აქედან იქნება ჯანსაღი, ჯანმრთელი, ეკონომიკურად გამართული გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.



კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი ბიზნესჯგუფზე, რომელიც „ჭიათურ მანგანუმს“ ფლობს, მაჭავარიანი მოცემულ ეტაპზე ინფორმაციას არ არ ადასტურებს.


„ვერაფერს დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე. თუნდაც ესენი იყვნენ, ნებისმიერი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც დაინტერესდება, ამუშავებს ამ მაღაროს და ჩათვლის, რომ მომგებიანი იქნება, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყნისთვის. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ბიზნეს ჯგუფი იქნება, გამოჩნდება, არ დაიმალება, რატომ ნერვიულობთ“, – მიმართა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია, რაც ტყიბულში ხდება და ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები, შექმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.


ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.


ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.


1tv.ge





ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up