ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე

ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე

access_time2020-02-13 20:30:36

დღეს, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვან ფისკალურ მაჩვენებლებზე.




„მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ მოგვცემს სრულ სურათს. ჩვენ ეს მონაცემები კომბინაციაში უნდა დავინახოთ რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად. მათ შორის, ეს არის დეფიციტი - ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ფაქტიური მონაცემებით არის 2.1 მაშინ, როდესაც დაგეგმილი იყო 2.5-2.6-ის ოდენობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად დაბალი, ეს მშპ-ს 4.4 პროცენტამდე, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ, ვერ ვიფიქრებდით, რადგან ეს მაჩვენებელი იყო 12-13 პროცენტიან ნიშნულზე. შესაბამისად, ციფრების ეს კომბინაცია გვაძლევს შემდეგ სურათს - ერთი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ ხდება ვალების დაგროვების ხარჯზე, მაღალი დეფიციტის ხარჯზე და მეორე არ ხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის ხარჯზე, არამედ პირიქით, მისი შემცირების ფონზე. გამომდინარე აქედან, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეკონომიკის ასე ვთქვათ, რაოდენობრივ ზრდაზე, არამედ ხარისხობრივ ზრდაზე. დღეს, ჩვენ თვისობრივად გვაქვს მაღალი ზრდა და ხარისხობრივად უკეთესი. იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, ექსპორტი არის გაზრდილი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად შემცირებული და ამავდროულად, როგორც აღვნიშნე, გვაქვს ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ სესხის, ვალების, დამატებითი სტიმულის ხარჯზე კი არ ვიზრდებით, არამედ ვიზრდებით ორგანულად და ხარისხობრივად. ამ კონტექსტში მთავარი არის, რომ ეს ტრენდი გაგრძელდეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მთავრობის მიერ დაწყებული შიდა რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდასა და შემდგომ განვითარებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up