ივანე მაჭავარიანი: დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა

ივანე მაჭავარიანი: დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა

access_time2019-03-07 15:34:08

დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ,,ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ" შეფასებისას.


როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობას და სიღარიბის დაძლევას.


„როგორც წესი, ჩვენი ზომისა და შემოსავლების მქონე ქვეყანა, ერიდება ამა თუ იმ სფეროში საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ვალდებულება, თუმცა მჯერა, რომ ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ითვალისწინებს განათლების ბიუჯეტის თანდათანობით ზრდას და 2022 წლისთვის მშპ-ს 6%-იან ნიშნულამდე მიღწევას. ეს მოცულობა დღეს არსებული საგადასახადო შემოსავლების მეოთხედზე მეტია. რაც მთავარია, ამ მონაცემების უკან დგას ძალიან მრავალმხრივი რეფორმა - ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით. ამავდროულად, გათვალისწინებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ხელფასის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ ეს პროფესია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, რათა საუკეთესო ძალები და ახალგაზრდები მოდიოდნენ ამ პროფესიაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.



მისი თქმით, განათლების დონის გაზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.


„ჩვენ ავამაღლებთ ამ პროფესიის პრესტიჟს, ავწევთ განათლების დონეს და ამით გავზრდით ეკონომიკას, რადგან იცით, რომ დღევანდელ დღეს ის ქვეყნებია მოწინავე და მათ აქვთ ეკონომიკური ზრდა, სადაც ადამიანური კაპიტალი არის მაღალ დონეზე. ეს იზომება სხვადასხვა ინდექსით, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით. დღეს ვართ 61-ე აღნიშნულ ინდექსში და ჩვენი მიზანია, რომ ამ რეფორმის დაწყების შემდეგ, უახლოეს 10-12 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ინდექსის ნაწილში ვიყოთ მსოფლიო ათეულში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.







აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up