ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

access_time2020-02-20 14:11:37

შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ფინანსთა მინისტრმა თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების აქციზის გადასახადი დაასახელა.


მისი თქმით, გასულ წელს გამოსწორდა ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და გამარტივდა ადმინისტრირება.


„თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემა თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, არათანაბარ პირობებში აყენებდა მთელ სექტორს. აქციზით დაბეგვრა დამოკიდებული იყო შეფუთვის ოდენობაზე, რაც გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა. ასევე, განსხვავებული აქციზის განაკვეთი არსებობდა სიგარეტის სხვადასხვა სახეობაზე, რაც დიდ დანაკარგს გვაძლევდა აქციზის შემოსავლებში. აქციზის განაკვეთის გათანაბრებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრირების პროცესი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.



მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები, რომელთა მიზანს არალეგალური თამბაქოს ნაწარმის გამოვლენა წარმოადგენდა.


„2019 წელს გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა/ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტი და ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ამ ღონისძიებებმა არსებითი შედეგი გამოიღო და გასულ წელს, მხოლოდ თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 724 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება და ეს ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორეს," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, თამბაქოს სექტორში კვლავ შეინიშნება გარკვეული სირთულეები, განსაკუთრებით, ელექტრო სიგარეტებთან მიმართებით. „ჩვენი პირველადი დათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარამდე თანხას კარგავს და ვფიქრობთ, ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.




m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up