ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა

access_time2019-12-09 17:15:19

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.


მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებაზე და განხორციელების მონიტორინგზე.


ფინანსთა მინისტრის თქმით, შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები.



„2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე მეტის ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა.


„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.







კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...


მსგავსი სიახლეები

up