ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის

access_time2020-06-26 17:42:32

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიური გაოსვლის კომენტირებისას. როგორც მან აღნიშნა პრემიერმა ამომწურავი ანგარიში წარმოადგინა.


,,გადამწყვეტი მომენტი ანგარიშში არის ის, რომ 2019 წლის ეკონომიკური პარამეტრები იყო ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ზოგჯერ აცხადებენ, რომ 5,1%-იანი ზრდა არ არის საკმარისი და ყოფილა 7 ან 8, პროცენტიანი ზრდაც, მაგრამ ცალკე, ერთი პარამეტრით არასდროს არ ფასდება ეკონომიკა. ჩვენ უნდა ავიღოთ ჯამურად რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორიც არის პირველ რიგში, ეკონომკიური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, შემდეგ ის პროექტები და ის ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის ოდენობა. აი ასეთი პარამეტრებით, რომ შევხედავთ 2019 წელს, ეს იყო ძალიან ოპტიმალური წელი. დაახლოებით ამ ტემპით ჩვენ, რომ შევძლოთ 7 ან 8 წელი ზედიზედ ზრდა, დამერწმუნეთ, რომ თვისობრივად სხვა ქვეყანას მივიღებთ" -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, სამწუხაროდ, გლობალური პანდემიის გამო ზრდის ტემპი 2020 წელს შენელდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.



,,ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა: პირველი, რა პრობლემებიც გვიდგას არის ის, რომ მაქსიმალურად შევეხიდოთ ადამიანებს და ასევე კერძო სექტორს. მეორე 2021 წლიდან და შემდგომ წლებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში, დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის. აი ეს არის ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეკონომიკის კუთხით "- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up