ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა

access_time2020-02-13 20:40:24

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას. მისი თქმით, საგარეო შოკებზე საპასუხოდ, უნდა შენარჩუნდეს ფისკალური დისციპლინა, პარალელურად, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები. „მარტივი ენით რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს შემდეგს - ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ისე, რომ არ იყოს მაღალი დეფიციტი.

 ბიუჯეტის შიგნით ბალანსი უნდა იყოს ჯანსაღი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ვზრდით პენსიებს, მომავალშიც გვაქვს დაგეგმილი გავზარდოთ პენსია, ასევე სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია დავამთავროთ და ბოლოში მივიყვანოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული გზა და ბევრი სხვა პროექტი, რომელიც რეკორდულად მაღალია. ანუ საქართველოს ისტორიაში წარმოუდგენლად დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან გვაქს საქმე.

თუ გაგივლიათ სხვადასხვა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში ხედავთ, რომ მიდის აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ის დიდი, მეგა პროექტები, რომლებიც ალბათ „საუკუნის პროექტებად“ შეიძლება ჩაითვალოს, ესენია: რიკოთის ჩქაროსნული გზატკეცილი, ასევე, ჩრდილოეთ სამხრეთის გზა, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, აი ეს არის ის გარდამტეხი მიმართულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში.

შესაბამისად, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ფისკალური დისციპლინა, ასევე, უყუროს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ყურადღება უნდა მიაქციოს მონეტარულ პოლიტიკას და სსფ-ის რელიზში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე, უნდა შენარჩუნდეს გამკაცრებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ინფლაცია არ გაიქცეს.

ამავდროულად, რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა მოხდეს იმ პოტენციალის სრულად რეალიზება და სრულად გამოჩენა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up