ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი, რამდენიც  აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი -  დავძლიოთ კრიზისი და მეორე -  დავასტიმულიროთ პოსტკრიზისული პერიოდი

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი, რამდენიც აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი - დავძლიოთ კრიზისი და მეორე - დავასტიმულიროთ პოსტკრიზისული პერიოდი

access_time2020-05-06 09:20:02

„საერთაშორისო დონაციის პოტენციალი ამოწურული არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპასუხიმგებლოდ უნდა ავიღოთ ვალები. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ავიღოთ იმდენი ვალი და იმდენი დაფინანსება, რამდენიც აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი - დავძლიოთ კრიზისი და მეორე - დავასტიმულიროთ პოსტკრიზისული პერიოდი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სტუმრობისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კრიზისის დაძლევის შემდეგ, ქვეყანა კვლავ დაიწყებს ვალების შემცირების პროცესს.


„მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიძლევა, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ ვალის შემცირებას, რაც გააჯანსაღებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენს ეკონომიკას გაცილებით მიმზიდველს გახდის. რატომ ვეცდებით, რომ მომავალში ვალი შევამციროთ? როდესაც ეკონომიკა უკვე აღდგენის პროცესშია, როდესაც პოზიტიური განვითარების დინამიკა გაქვს, სწორედ ამ პერიოდში უნდა იფიქრო, რომ ვალები შეამცირო, იმიტომ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და მსგავსი კრიზისი, ან სხვა ტიპის ეკონომიკური თუ ფინანსური კრიზისი მოხდეს, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ კვლავ მოვიზიდოთ ფინანსური რესურსები. ეს მართლაც რომ კრიზისული პერიოდია, ჩვენ გაგვეზრდება ვალის ოდენობა, მაგრამ პასუხიმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ვახორციელებდით, მოგვეცა საშუალება სწრაფად აგვეღო ამ ოდენობის ფინანსური რესურსი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.



მისი თქმით, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამ პერიოდისთვის საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოიზიდა საერთაშორისო დაფინანსება.


„ამ პერიოდისათვის, ჩვენ გვაქვს სწორი, ადეკვატური პოლიტიკა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პირველებმა მოვახდინეთ ამ თანხების მობილიზება, ერთ-ერთ პირველებს დაგვიდასტურა პროგრამა და გამოგვიყო თანხა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. დამერწმუნეთ, რეპუტაციულად, როგორც არასდროს, ისე კარგად გამოვიყურებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომი წლები ავიღოთ ვალი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვალის აღება შეგვიძლია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მან ხაზი გაუსვა იმ დახმარებებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიიღებს.


„საუბარია 3 მილიარდ აშშ დოლარზე. აქედან, სახელმწიფო მიიღებს 1,5 მილიარდამდე დაფინანსებას, ეს ძალაშია და საკმაოდ რეალურია. პრაქტიკულად, პროცესი დაწყებულია. წინა კვირას, მოვაწერეთ ხელი მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულებას 80 მილიონ დოლარზე, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 100 მლნ დოლარის დაფინანსების მიღებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში, დაგვიმტკიცა 200 მლნ აშშ დოლარი. შემდგომში, ეტაპობრივად მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან, საფრანგეთის განივითრების სააგენტოსთან. რაც შეეხება მეორე 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც გაჟღერდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ეს თანხა მიმართულია ქართული ბანკებისა და რეალური სექტორის მხარდაჭერისკან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up