ივანე მაჭავარიანი: ჩვენ შეგვიძლია რეალურად გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში, რაც მოგვცემს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ შეგვიძლია რეალურად გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში, რაც მოგვცემს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას

access_time2020-04-15 10:00:09

ჩვენ შეგვიძლია რეალურად გარდატეხა მოვახდინოთ სიტუაციაში, მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსის გავრცელების ტემპი, რაც მოგვცემს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში" საუბრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს ეკონომიკის გახსნის ეფექტური გზა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.


„ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ და რამდენად მალე დავძლევთ პანდემიის გამოწვევას. ამისთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი ორი-სამი კვირა. დღეს პრემიერმა ისაუბრა და მინდა დავადასტურო, რომ არსებობს ეკონომიკის გახნის ეფექტური გზა. ჩვენ გავითვალისწინეთ ავსტრიის, დანიის და სხვა ქვეყნების მაგალითები თუ რა ეტაპებად, რა ფაზებად უნდა მოხდეს ეკონომიკის გახსნა. თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, მთავარი წინაპირობაა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მან ისაუბრა იმ სექტორებზე, რომელთა გახსნაც შესაძლებელია აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ.


„პირველ რიგში, იხსნება ის სექტორი, სადაც შედარებით დაბალია ვირუსის გავრცელების რისკი. შემდეგი ორი კვირა ხდება სიტუაციის მონიტორინგი. შემდეგ, უკვე იხსნება შედარებით მაღალი რისკის შემცველი სექტორები და ა.შ. რეალურად, ეკონომიკის გახსნა რამდენიმე ფაზას მოიცავს. სწორედ ამ ფაზების განვითარება იქნება ყველაზე მძლავრი მხარდაჭერა თვითდასაქმებულებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, ბაზრობებზე მომუშავე ადამიანებისა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუკი ყველა 2-3 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მკაცრად დავიცავთ დადგენილ წესებს, გვიჩნდება რეალური შანსი მივიღოთ დინამიკის შემცირების ისეთი სურათი, რომელიც საშუალებას მოგცვემს ვისაუბროთ ეკონომიკის გახსნაზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, დღეს, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით აქვს ვირუსთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი და არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ თუკი მოხდება სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა, ქვეყანა შეძლებს ყველაზე ადრე შეიტანოს გარდატეხა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up