ივანე მაჭავარიანი: ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში

access_time2019-12-09 16:59:17

საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ისაუბრა დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებებზე.


„საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო ფინანსების მართვის მნიშნველოვანი და შესაძლებელია ითქვას ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა, ვინაიდან საბიუჯეტო და ვალის მართვის პოლიტიკისგან განსხვავებით, პირდაპირ ვრცელდება ბიზნესსექტორზე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ნებაყოფლობითი დეკლარირების უზრუნველსაყოფად, რომლის ამოქმედების შემდგომ დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა 98%-მდე, რაც დადებითად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე.



ივანე მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისა, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.


თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-იდან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების გადახდის მაჩვენებელი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ და კიდევ სხვა არაერთმა სისტემურმა განახლებამ, შედეგად მოიტანა საგადასახადო შემოსავლების თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელზე 130 მილიონი ლარით გადაჭარბება.





გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს
access_time2020-03-28 15:16:02
აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო...

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს?
access_time2020-03-28 18:00:32
როგორ შეცვლის კორონავირუსი კლიმატურ პირობებს? COVID-19 უკვე დღეს მკვეთრად ამცირებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვებს - ადამიანები სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ტრანსპორტის და მუშაობენ სახლებში, გაჩერდა ავიაცია, გაიყინა მრეწველობა, გაუქმდა კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ეს დღეს, თუმცა, როგორ იმოქმედებს პანდემია გლობალურ ბუნებრივ პირობებზე ხვალ? ათწლეულების მანძილზე პირველად 2020 წლის მარტში ვენეციის არხებში წყალი გახდა იმდენად გამჭირვალე, რომ გამოჩნდა...


მსგავსი სიახლეები

up