ივანე მაჭავარიანი: ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით

ივანე მაჭავარიანი: ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით

access_time2019-09-08 19:52:40


ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.


როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობაზე.



„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურ სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რეიტინგში ვაუმჯობესებთ შედეგებს, ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი ასევე უმჯობესდებოდა ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, ბიუროკრატიულ აპარატში, ბიუროკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა და მათი აღსრულება, მუდმივ დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს. შესაბამისად, მჯერა რომ ჩვენ შევდივართ გაცილებით უფრო აქტიურ ფაზაში ამ ნაწილში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.



როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იწყება საბიუჯეტო პროცესი, რომლის დროსაც მას ექნება საშუალება დეტალურად ისაუბროს 2020 წლის გეგმებზე.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up