ივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში

ივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში

access_time2020-08-07 10:50:16

"ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" იმ მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ იქნა შერჩეული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე სწორედ ეს კატეგორია.
მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მთავრობამ გადადგა როგორც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, ისე მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.


„საკომპენსაციო პროგრამების მომზადებას წინ უსწრებდა ჩვენ მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შემდეგ გავამკაცრეთ და პრაქტიკულად, მივუახლოვდით სრულ კარანტინს. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კლასიკურად სრული კარანტინი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავიწყეთ მომზადება და ვირუსის გავრცელებაც ნაკლები იყო. ამავე დროს, ამ არასრულმა კარანტინმა ჩვენ ისეთივე შედეგი მოგვცა, რაც პრაქტიკულად, სრულმა კარანტინმა მაგალითად, უჰანში. მაგრამ, ამ ნაწილობრივმა შეზღუდვებმაც, რასაკვირველია, დააზიანა და შეზღუდა ჩვენი ეკონომიკა. ამის შემდეგ იყო შეზღუდვების ე.წ ახსნის პერიოდი. ამ ვითარებაში ბევრ ადამიანს გაურთულდა მდგომარეობა როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ სექტორში. დაიწყო სოციალური პაკეტები ჯერ კომუნალური გადასახადების ნაწილში, შემდეგ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, იმ კომპანიებს, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, შევეხიდეთ საშემოსავლო გადასახადის კუთხით. დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, გაიზარდა პენსიის ოდენობა 70 წელზე ზემოთ პენსიონერთათვის. შემდეგ იყო სექტორალური დახმარებები: გადასახადები გადავუვადეთ ტურიზმის სექტორს, მნიშვნელოვანი იყო დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროში, დეველოპერებისა და სამშენებლო სექტორისთვის ანუ, მოვიცავით ბევრი ჯგუფი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, დარჩა მხარდაჭერის მიღმა და სწორედ მათ სოციალურ დახმარების ისახავს მიზნად ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას მხარდაჭერა გაგრძელდეს მათთვის, ვინც უკვე იღებს სოციალურ დახმარებას და ამავე დროს, 200-ლარიანი ფინანსურ დახმარება თითოეული ბავშვზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღონ იმ ოჯახებმაც, რომელთა იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოხერხდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up