ივანე მაჭავარიანი: აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ივანე მაჭავარიანი: აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

access_time2020-06-02 14:47:52

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



„სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.



დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი მოაწერა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.




დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.



ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.



აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოსთვის მიმდინარე წლის 28 მაისს დაამტკიცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო
access_time2020-09-23 10:30:22
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო. სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა...

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე
access_time2020-09-23 14:40:33
„ექიმი ვახტანგ ყიფიანი  არის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი - ასე  გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობას. კობერიძის განმარტებით ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „მინდა  უბრალოდ კონცენტრაცია გავაკეთო ჩვენი კოლეგების კოლეგის ვახტანგ  ყიფიანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ეს შემთხვევა, ბატონი ვახტანგი ბოლო...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up