ივანე მაჭავარიანი - აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ნომერ პირველი პრიორიტეტია

ივანე მაჭავარიანი - აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ნომერ პირველი პრიორიტეტია

access_time2018-08-30 14:37:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კუთხით მთავარი განსახილველი თემა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც მამუკა ბახტაძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობს.


მაჭავარიანის შეფასებით, ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.


„მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგშია ეკონომიკური ბლოკის ნაწილში, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. ისედაც ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, როდესაც საგარეო ვაჭრობას ეხება საქმე, მაგრამ გვსურს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რომ არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე. თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, გარდა ამისა, განიხილება სხვა ბევრი საკითხი და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.



„ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა, ეს იყო ჯერ ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, წინსვლაა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მხრივაც და ტურიზმის კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ჩვენი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა.


„თუმცა ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად, სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი და პირველადი მოხმარების საგნებზე“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.


გაფართოებულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები და პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებიან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up