ივანე მაჭავარიანი: ანტიკრიზიული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის  2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი

ივანე მაჭავარიანი: ანტიკრიზიული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი

access_time2020-12-29 14:40:00

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ანტიკრიზიული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, როგორც მოქალაქეთა, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 310 მილიონ ლარამდე, მათ შორის, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი.



ივანე მაჭავარიანის თქმით, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 210 მილიონი ლარი ანაზღაურდება მიმდინარე წელს, ხოლო 60 მილიონი ლარი მომდევნო წელს;



„ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დახმარებები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, განხორციელდება 2021 წლის პირველ ნახევარში და მიიმართება 150,0 მილიონი ლარი, 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე ოჯახების დახმარებისთვის 6 თვის განმავლობაში გამოყოფილია 55 მილიონი ლარი, 100 ათას სოციალურ ქულამდე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის 6 თვის მანძილზე, გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებისთვის 6 თვის განმავლობაში - 27 მილიონი ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, 2020-2021 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ჯამური მოცულობა ორი მილიარდ 800 მილიონი ლარია, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში ასახულია 955,0 მლნ ლარი, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის შედეგადაც 2021 წელს 600 მილიონი ლარით მეტი დღგ დაუბრუნდება კომპანიებს.




„პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის შეღავათი წესდება მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე. ამ მიზნით, მომდევნო წელს გათვალისწინებულია საგადასახადო დანაკლისი 225 მილიონი ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეღავათით განვლილ პერიოდში ისარგებლა 35 ათასზე მეტმა კომპანიამ 430 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე. ვფიქრობ, რიცხვები აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეღავათი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.



მისი თქმით, ბიუჯეტში ასახულია საგადასახადო დანაკლისი 45 მლნ ლარის ოდენობით, რაც უკავშირდება ტურიზმის სექტორის 2021 წელს გადასახდელი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას. როგორც მან აღნიშნა, საკრედიტო საგარანტიო ფონდის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, მიმდინარე წლის ბოლომდე არსებული პროგრამის გარდამავალი ხარჯები 35 მილიონი ლარია.



„მოგეხსენებათ, ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ხორციელდება პროცენტის ნაწილობრივი სუბსიდირება (4 პროცენტის ოდენობით). პროგრამის მხარდაჭერით გაცემულია 760 მილიონ ლარზე მეტი სესხი,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.



მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ჯამში, გამოიყო 870 მილიონი ლარი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი.



როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც მოქალაქეთა მკურნალობის, ასევე, კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების, ტესტების, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ საჭირო აღჭურვილობისა და ვაქცინის შესყიდვის ხარჯებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up