ივანე მაჭავარიანი: 2021 წლის ბიუჯეტი ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს

ივანე მაჭავარიანი: 2021 წლის ბიუჯეტი ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს

access_time2020-12-29 23:00:00

2021 წლის ბიუჯეტი ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც COVID-19-მა დღის წესრიგში დააყენა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დახმარებებზე, რომლებიც განხორციელდა ეპიდემიის როგორც პირველი, ისე მეორე ტალღის პირობებში.


„შეგახსენებთ, ეს იყო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, ასევე 6 თვის განმავლობაში გადასახადებზე შეღავათი, დენის სუბსიდირება ოჯახებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა. მეორე ტალღა უფრო მძიმე აღმოჩნდა. კიდევ უფრო დაარტყა ჩვენს კომპანიებს, ეკონომიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ეს პროგრამა გაგრძელდეს 2021 წელს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, სავალუტო ფონდის, ასევე, სხვადასხვა კვლევის შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები ეფექტიანი და ადეკვატური იყო.



„ამდენად, ჩვენ ყველა საფუძველი გვქონდა იმისთვის, რომ ეს პროგრამები გაგვეგრძელებინა და მიგვაჩნია, რომ საუკეთესო არხები მოვძებნეთ ამ სოციალური სირთულეების შესუსტებისა და შერბილებისთვის,“ - განაცხადა მან.


ფინანსთა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმა ისე, რომ შენარჩუნდა მაღალი კაპიტალური დანახარჯები 8%-ის მიდამოში, რაც მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.


„ჩვენ შეძლებისდაგვარად შევარბილეთ ყველა სოციალური პრობლემა. არ ვამბობთ, რომ სრულად მოვაგვარეთ, მაგრამ შევამსუბუქეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამავდროულად, შევუნარჩუნეთ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის კომპონენტი. რის ხარჯზე? სამწუხაროდ, გაზრდილი დეფიციტის, გაზრდილი ვალის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, გამოწვევა 2021 წლის ბიუჯეტი კი არ არის, სინამდვილეში, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რას ვაკეთებთ 2022, 2023 და 2024 წლებში, იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა, შემოვაბრუნოთ და გავაუმჯობესოთ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მან კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ბიუჯტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობის გამო.


„ვფიქრობ, დღეს, საქართველოს პარლამენტმა აჩვენა მაღალი ხარისხის კვალიფიკაცია მაკროეკონომიკური, ფისკალური საკითხების მიმართ. კითხვები არ იყო პოპულისტური და იყო უფრო მწვავე, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერი დასვამდა. ოპოზიცის კითხვები, როგორც წესი, პოპულისტური და საფუძველმოკლებულია. ფინანსთა მინისტრისთვის კი ყველაზე მწვავე კითხვაა, თუ რას ვუპირებთ ვალს, დეფიციტს, გაურესებეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ამაზე იყო შესაბამისი პასუხები. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ნაბიჯები, გვჭირდება ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზაციას და ხარჯების შეძლებისდაგვარად შემცირებას, მაგრამ აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხარჯების ხარისხობრივი, თვისობრივი გაუმჯობესება. ჩვენ არ გავქვს ფუფუნება ვიყოთ დაბალეფექტურები. გვჭირდება ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი საგადასახადო რეფორმაზე, მათ შორის, შეღავათებზე, საგადასახადო შეთანხმებებზე, სახელმწიფო საწარმოებზე, ამ კონტექსტში იყო ნახსენები ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენს ფისკალურ მდგრადობას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up