18 000-მდე სუბიექტს, კაფეებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა სუბიექტებს, ექნებათ შეღავათი ქონების და საშემოსავლო გადასახადზე. რომლის დეკლარირებაც მოხდება მიმდინარე ოთხ თვეში გადაუვადდებათ 1-ელ ნოემბრამდე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ამის გარდა არის კიდევ 2000 სასტუმრო, რომელთაც სესხზე აღებული 6-თვიანი საპროცენტო დანახარჯი შეუმსუბუქდებათ. მისი თქმით, ეკონომიკაში არსებული ყველა სექტორი გარკვეული დოზით დაზარალდება. „სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათები იმუშავებს კრიზისის შემდგომ პერიოდში. დღეს ყველა ეკონომისტი და მრჩეველი ამბობს, რომ ჯანდაცვის სფერომ უნდა იმუშავოს გამართულად. ეს მთავარი მიზანია და ვირუსმა დაიხიოს უკან“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.
Imedinews