ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა ინფიცირებულების საავადმყოფოში მოთავსება პრობლემური იქნება

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა ინფიცირებულების საავადმყოფოში მოთავსება პრობლემური იქნება

access_time2021-08-03 14:40:00

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როდესაც ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება პრობლემური იქნება.


როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე დადგა დრო, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე ვიფიქროთ.


„ინფიცირებულა რაოდენობა უნდა ავიდეს იმ ნიშნულზე, როდესაც უკვე გართულდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. არ არის მთავარი, რამდენი ადამიანია ინფიცირებული დღის განმავლობაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს სჭირდება სტაციონალური სამედიცინო დახმარება, რადგან შესაძლებელია ინფიცირებული ბევრი იყოს, მაგრამ მოხერხდეს მათი მართვა ბინის პირობებში, ამბულატორული ბინაზე მეთვალყურეობის პროტოკოლი არსებობს და ძალიან კარგად იყენებენ ჩვენი კოლეგები. შესაძლებელია პაციენტების მართვა სასტუმროშიც განხორციელდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზულია, თუ არის ინციფიცირებულთა რაოდენობა იმდენად ბევრი, რომ მათი საავადმყოფოში მოთავსება უკვე პრობლემები იყოს. ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის უკან გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნება. რა ტიპის შეზღუდვები იქნება ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ის , რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, ეს არის ნიღბის ტარებაზე ძალიან მკაცრი კონტროლი დახურულ სივრცეში. ასევე, ალბათ უკვე დრო დადგა ვიფიქროთ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული. ამის უკან უნდა იდგეს ძალიან მკაცრი მონიტორინგი და კონტროლი“, - განაცხადა ჩხაიძემ.


მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენად განაპირობა გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნამ ინფიცირებულთა ზრდა, რადგან ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტი ცირკულირებს.



„ნიღბის ტარების ვალდებულების მკაფიო, მკაცრი და საყოველთაო არდაცვა ავტომატურად გულისხმობს, რომ ამის უკან დგას ინფიცირებულთა შემთხვევების მატება. ძნელი სათქმელია ამ მატებაში რამდენია წილი ნიღბის არტარების და რამდენია „დელტა“ ვარიანტის წილი. პირველ რიგში, ამის უკან დგას „დელტა“ ვარიანტი, რადგან მას 3-ჯერ მეტი გადამდებლობა ახასიათებს, ვიდრე ეს ჰქონდა კორონავირუსის ჩინურ ვარიანტს 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ეს არის ერთ-ერი ყველაზე საშიში ვირუსი, რაც ბოლო ასწლეულობის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებულა“,-განაცხადა ჩხაიძემ.


მისი შეფასებით, დიდი თავშეყრა და წლეულებები მკაცრად უნდა აიკრძალოს.


„აუცილებლად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით აკრძალული ნებისმიერი თავშეყრა, წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. სარესტორონო დახურულ სივრცეში კვების პროცესი არის ყველაზე იოლი გადაცემის გზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის. ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში სასწრაფოდ და კატეგორიულად უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up