იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თუ სამგზავრო მატარებელში ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი ამოქმედდება, კარგი იქნება.
როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მგზავრებს მატარებელში ასვლისას ისედაც უწევთ საბუთის წარმოდგენა და თუ მას ასევე „მწვანე პასპორტი“ დაერთვება, უმჯობესი იქნება.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, თუნდაც მატარებელზე ამის ადმინისტრირება უკვე შესაძლებელია. თუმცა, ამის განხორციელებას ქალაქის შიდა ტრანსპოტზე ვერ ვიტყვით. მატარებელზე ამის განხორციელება კარგიც არის, რადგან მატარებლით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. იქ დაშვების სისტემა აუცილებლად მოითხოვს დაბადების მოწმობის წარმოდგენას. მაინც აჩვენებენ საბუთს, სანამ მატარებელში ადიან. ამასთან ერთად „მწვანე“ პასპორტის დუბლირება ძალიან კარგი იქნებოდა“,-განაცხადა ჩხაიძემ.
ipn.ge