ივანე ჩხაიძე - საქართველოში საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ერთმანეთთან ურთიერთობისას პირბადე აღარ გამოიყენონ

ივანე ჩხაიძე - საქართველოში საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ერთმანეთთან ურთიერთობისას პირბადე აღარ გამოიყენონ

access_time2021-05-14 22:30:00

დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, აუცილებელია ვაქცინირებული ადამიანების წახალისება და ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.


„დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ეს ეხება უპირველესად გადაადგილებას, ასევე, კონტაქტებს. დაშვებულია ადამიანების წრეში, რომლებიც არიან ვაქცინირებული ან რომლებმაც გადაიტანეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“, მოიხსნან ნიღაბი და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისთვის. წახალისების ეს სისტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.



შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს უფლება, მიიღოს ისეთი სერვისები, როგორიცაა მაგალითად, კინო, თეატრი, რესტორანი; მიიღოს შეუზღუდავი შესაძლებლობა ქვეყნებს შორის გადაადგილების. ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს იმუნიზაციის პროგრამაში. აშშ-ში უკვე გამოცხადდა ოფიციალურად, რომ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობა არ არის. საქართველოშიც იგეგმება უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა, რა წახალისება შეიძლება განვიხილოთ იმ ადამიანებში, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს ვაქცინაცია. შესაძლებელია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხანგრძლივობის შვებულება და ა.შ. ასე რომ, ძალიან ბევრი განსხვავებული კომპონენტია და ვფიქრობთ, წახალისების სისტემის ელექტრონული, ციფრული, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ქვეყანაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


1tv.ge




კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა

კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა
access_time2021-06-12 20:14:04
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ. როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 20:00:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც ერთი ტომარა...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...


მსგავსი სიახლეები

up