ივანე ჩხაიძე: სამი, ოთხი და ხუთი ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად თუ ვიქნებით, პანდემიას ვერ დავამარცხებთ

ივანე ჩხაიძე: სამი, ოთხი და ხუთი ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად თუ ვიქნებით, პანდემიას ვერ დავამარცხებთ

access_time2021-11-02 11:40:00

ასე, სამი, ოთხი და ხუთი ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.


„ყოველდღიურ ვაქცინირებულთა შორის უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზე მისული ადამიანებია, რაც ნიშნავს, რომ უახლესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი, მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 726 941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 669 822, გარდაიცვალა 10 136 პაციენტი.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


imedinews.ge




„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up