ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით - დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით - დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება

access_time2021-11-05 13:00:00

დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს - პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვაქცინირებული ადამიანების კლებით ვპასუხობთ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.



როგორც ჩხაიძე განმარტავს, ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე რჩება. ინფიცირების შემთხვევების შემცირების დამაიმედებელი ტენდენცია არ ჩანს. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, როგორც ის აღნიშნავს, სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.



„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით, ახლა ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როდესაც ქვეყანაში ამინდის ცვლილებების გამო, სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს.



გრიპი არ გახლავთ მსუბუქი დაავადება. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გრიპით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს სტაციონარიზაცია სჭირდება. შესაბამისად, თუ დღეს საწოლების რაოდენობა მიმართულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, გრიპის დაწყების შემდეგ საწოლების მცირე რაოდენობა დასჭირდება გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს. ჩვენ ვამბობთ, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება კრიტიკული, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ის იქნება ყველაზე მძიმე ორი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა. ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“, - აღნიშნავს ჩხაიძე.




ივანე ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ „მომდევნო 4-5 კვირა ყველაზე მძიმე იქნება, მაშინაც კი, თუ კორონავირუსის ვაქცინის დაუყოვნებლივ გაკეთებას გადავწყვეტთ“.



„ერთადერთი გამოსავალია გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ გრიპის ვაქცინა შედეგს მოგვცემს ვაქცინიდან 2 კვირის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევაში ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. ყველაზე ხანმოკლე ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის კორონავირუსის იმ ვაქცინას აქვს, რომელიც „სინოვაკის“ სახელით არის ცნობილი, საბოლოოდ 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას იდეალურ შემთხვევაში. თუ დღეს ვინმე გაიკეთებს კორონავირუსის ვაქცინას, მინიმუმ 4 კვირა სჭირდება მას, სანამ ექნება საკმარისი დამცველობითი ძალა ვირუსის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.



მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.



ipn.ge







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up