თუ მთელი კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად მხოლოდ 500-700 ადამიანი იცრებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 5 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ ნდობა უფრო და უფრო იზრდება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ გვაქვს, ის ჯერ კიდევ გამოუცნობი დაავადება. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პანდემია დავამარცხოთ - ვაქცინაცია. ამ მხრივ ქვეყანაში ოპტიმისტი არის და განსაკუთრებით ის მაჩვენებელი, რომელიც მოლოდინს მიუთითებს, ბევრი ადამიანი ვაქცინას ელოდება,. დიდი იმედი გვაქვს, რომ როდესაც ივნისში ვაქცინების დამატებითო დოზა შემოვა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ქვეყანაში ვაქცინაცია 149 191-მა მოქალაქემ ჩაიტარა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
imedinews.ge