ივანე ჩხაიძე - მეორე ტალღის ალბათობა რეალურია, ზაფხულში შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება

ივანე ჩხაიძე - მეორე ტალღის ალბათობა რეალურია, ზაფხულში შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება

access_time2020-05-19 15:10:15

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არც ერთი წყარო, არც ერთი ექსპერტი, რომელიც კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას უარყოფს.


მისივე თქმით, სიტუაციის განვითარების სამი შესაძლო სცენარიც განიხილება.


„აქცენტები კეთდება, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები. რამდენიმე სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების.სამი განიხილება ყველაზე უფრო ხშირად. პირველი სცენარია ის, რომ ახლანდელი ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში, საშუალოდ ორწლიან პერიოდს ეხება, როცა ჩვენ ვაფიქსირებთ ახალი კორონავირუსის არსებობას მსოფლიოს ყველა ქვწყანაში. ეს არის ის პერიოდი, რომელიც განიხილება როგორც შესაძლო პერიოდი, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყნებში ვირუსის არსებობისთვის.


ყველაზე კარგი სცენარია ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების, ანუ მეორე ტალღის პერიოდში, რომელიც შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, იქნება ნაკლები ინფიცირება. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი.


ამის უკანდ დგას 2009-2010 წლის პანდემია, გრიპის H1N1-ით გამოწვეული პანდემია. როდესაც იყო მეორე ტალღა, პირველი ტალღის დროს გრიპით გარდაიცვალა 33 ადამიანი და მეორე წელს თითქმის ორჯერ მეტი. ასე რომ, მეორე ტალღის ალბათობა ასევე რეალურია.


მესამე სცენარია ის, რომ ორი წლის განმავლობაში იქნება კორონავირუსი, ოღონდ გაცილებით ნაკლები ინტენსივობით და შესაძლებელია, რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. ეს გამოცდილება ეფუძნება 1918 წლის ე.წ. ესპანური ვირუსის მაგალითს. ეს ვირუსი გაგრძელდა 1918, 1919 და 1920 წლებში და მაშინაც აღინიშნა რამდენიმე ტალღა. მეორე, ახალი ვირუსის საფუძველს, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ეს არის 2009 -2010 წლის H1N1-ის პანდემია, რომელიც ასევე გაგრძელდა ტალღების სახით და არ დამთავრებულა პირველ წელს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.



ამიტომ, ჩხაიძის განმარტებით, მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ.


„ყველა უნდა ველოდოთ მეორე ტალღის, მესამე ტალღის გაგრძელებას, ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად და ზაფხულში ვირუსის შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება. ვირუსი აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყო, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ, ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.


რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. ეს არის ივნის, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ესაა ის პერიოდი, როცა რესპირაციული ვირუსული ინფექციები არ არის. ასევე იმედი გვაქვს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევები საერთოდ არ იქნება ან იქნება ერთეული, მაგრამ ნოემბრიდან ალბათ უნდა ველოდოთ ამ შემთხვევების კიდევ უფრო მატებას.


გრიპის ვირუსის პერიოდი იწყება ნოემბრის თვიდან და მთავრდება მარტის ბოლოსთვის, სხვა რესპირაციული ვირუსებიდან ყველაზე მეტად საშიშად ვთვლით, გრიპის ვირუსს. ასე რომ გრიპის ვირუსის შეთხვევები ნოემბრის თვიდან ჩნდება ხოლმე და ეს იქნება ის, რაც დაამძიმებს მდგომარეობას. ორი ამ ვირუსის არსებობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გაცილებით მძიმე იყოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


რაც შეეხება სკოლებს, ჩხაიძის განმარტებით, ნოემბრიდან შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი თუ გამართლდა, მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საჭიროება კვლავ დადგება.


„სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები დამოკიდებული იქნება იმაზე, იმ დროისთვის რამდენი იქნება შემთხვევების მატება, იმ სცენარზე, რაზეც დღეს საუბრობენ მეორე ტალღის დროს შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით. თუ გამართლდა, მაშინ კვლავ დადგება საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების. ოღონდ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, შემთხვევები რამდენი იქნება და რა სიძლიერის იქნება მეორე ტალღა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.


„გრიპის ვაქციანაციას თავისი პერიოდი გააჩნია, ოქტომბრის ბოლოს ეს ვაქცინა არის ხოლმე მზად. ჩვენს ქვეყაანაში გრიპის ვაქცინაციის პერიოდად მიგვაჩნია ნოემბრის დასაწყისი, ეს იდეალური პერიოდია. მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ გრიპთან ერთად კორონავირუსის არსებობა იქნება დამღუპველი, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგი ვაქცინაციას, მძიმე და გართულებული შემთხვევების ნაკლები რისკი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up