ჩვენ „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გვქონდა 20 დეკემბერს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს მოხდა დეკემბრის პირველ ნახევარში. ეს 2-3 კვირიანი განსხვავება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ გავაკეთოთ პროგნოზი და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ქვეყნების უმეტესობაში, პიკურ მაჩვენებელზე 3-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტია ახალი შემთხვევები. საქართველოს რეალობაში ეს არის 18-დან 25 ათასამდე შემთხვევა. ეს სავსებით მოსალოდნელია და არ უნდა იყოს გასაკვირი. მით უმეტეს ევროპის ქვეყნები ხასიათდებიან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, ჩვენთან კი მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი სულ 42%-ია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
imedinews.ge