ივანე ჩხაიძე - ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს არის სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში და კოვიდპასპორტების ამოქმედება - სხვა გამოსავალი არ ჩანს

ივანე ჩხაიძე - ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს არის სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში და კოვიდპასპორტების ამოქმედება - სხვა გამოსავალი არ ჩანს

access_time2021-11-04 00:00:00

ერთადერთი გზას, რაც ქვეყანას გადაარჩენს, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.


როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ქვეყანამ სხვა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა.



„ამ განცხადებიდან ძალიან ბევრი დეტალი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ექიმების და პროფესიონალების სურვილია, რომ ქვეყანაში დაიწყოს კოვიდპასპორტის გამოყენება, მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ ჩანს. პანდემიის შეჩერების არანაირი სხვა რესურსი არ გვაქვს, ვაქცინაციის რესურსი ამოწურულია. ხალხის დარწმუნების, დაჯერებისა და თუნდაც, ინფორმაციის მიწოდების რესურსი ამოწურულია, რადგან უკუგება ნულის ტოლი გვაქვს. ერთადერთი გზას, რაც ქვეყანას გადაარჩენს, არის სწორედ ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო შერჩეულ ჯგუფებში და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდპასპორტების სისტემა, - ეს გზა გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ბევრ ქვეყანაში ამ გზას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა მყისიერი ზრდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, შეიძლება ხვალ და ზეგ, ამ მოწოდების შემდეგ, ამ ღონისძიებების დანერგვის შემდეგ გაიზარდოს ნაკადი ვაქცინაციის კაბინეტებში, მაგრამ შედეგი გვექნება ძალიან გვიან - 5-6 კვირა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ გვექნება ლოდინის პერიოდი“, - განაცხადა მან.


მისივე განცხადებით, ამასთან, მნიშნელოვანია, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება.


„არ უნდა მოძრაობდეს ადამიანი, არც ღია და არ დახურულ სივრცეში, ნიღბის გარეშე, ეს არის მომენტალური შედეგის მომტანი. თუ ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ ამას, მკაცრად მოვითხოვოთ და დავიცვათ ნიღბის ტარების ვალდებულება, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, შედეგი გვექნება მომენტალური, - ეს ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა აკრძალვა, მაგრამ იოლი განსახორციელებელია, რადგან გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up