ივანე ჩხაიძე - არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს

ივანე ჩხაიძე - არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს

access_time2020-04-06 23:03:08

არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს, – ამის შესახებ პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„დღევანდელი რეალობიდან, მონაცემებიდან და ექსპერიმენტული კვლევებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს“, – განაცხადა პროფესორმა.

 

მისი თქმით, ცხოველი შეიძლება, დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით, მაგრამ დასნებოვნებული ცხოველი ადამიანისთვის რისკს არ წარმოადგენს.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომელიც დღეს არსებობს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პირიქით, ადამიანები არიან ცხოველისთვის საშიში და კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით შინაური ცხოველები რისკს არ წარმოადგენენ. ასე რომ, არათუ ბავშვს შეიძლება, გადაედოს შინაური ცხოველისგან, პირიქით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც რისკის მქონე, თუ ოჯახში კორონავირუსით დაავადებული თუნდაც, ერთი ადამიანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.


 

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობა აკისრიათ,  გაუფრთხილდნენ მათ და ეცადონ, შინაური ცხოველები კორონავირუსით არ დასნებოვდნენ.

 

ასევე, პედიატრმა განაცხადა, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუ კორონავირუსის დროს განვითარებული მძიმე, ორმხრივი პნევმონია გარკვეულ კვალს დატოვებს.

 

„ეს მოგვიანებით შეიძლება, იყოს ერთი წელი და შეიძლება, ხუთი-ექვსი წელი. ამის შესახებ არავინ იცის, მაგრამ რისკი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ფილტვის დაზიანება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს, განსხვავდება სტანდარტული, თუნდაც, გრიპის ვირუსით გამოწვეული დაზიანებისგან. მექანიზმები სრულიად განსხვავებულია, გაცილებით მძიმე და აგრესიული. დაკვირვებამ ფილტვის ფუნქციების შემცირება აჩვენა პაციენტებში, რომლებმაც მძიმე პნევმონია გადაიტანეს და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ, ასე რომ, თეორიულად, ამის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up