იმპორტიორები: „მთავარია ანტიდემპინგური კანონი კორუფციის წყაროდ არ იქცეს“

იმპორტიორები: „მთავარია ანტიდემპინგური კანონი კორუფციის წყაროდ არ იქცეს“

access_time2019-09-26 11:00:32

მთავარია ანტიდემპინგური კანონი არ იქცეს კორუფციის წყაროდ, ყველაზე მეტად ამაზე ვფიქრობ და ვფრთხილობ.- ასე აფასებს  ბიზნესმენი, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია საქართველოში ანტიდემპინგური რეგულაციების საკითხს, რომელიც უკვე წლებია განიხილება და ასევე წლებია ბიზნესის ნაწილი ადგილობრივი ბაზრის დაცვის ღონისძიებების ამოქმედებას ითხოვს.


ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ორი დღის წინ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობა დაასახელა.


ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობა იმპორტიორი კომპანიების მხრიდან გარკვეულ შენიშვნებს იღებს ამ კანონპროექტის გამო და სწორედ ამიტომ ხდება კანონპროექტის განხილვის გადავადებები.


„კომერსანტმა“ საკითხთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება იმპორტიორ კომპანიებს სთხოვა. კომპანიების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის საზიანოა. საკუთარი პრეტენზიები მათმა ნაწილმა წერილობით დააფიქსირა შესაბამის კანონმდებელთან, განხილვის გადავადების მიზეზებზე კი კონკრეტული პასუხი არ აქვთ.  ამასთანავე კომპანიებში აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული კანონპროექტი  კორუფციის რისკებსაც გააჩენს და ზოგადად ხელშესახები შედეგის მომცემი ვერ იქნება.



„ანტიდემპინგური კანონი დიდად რამის მომცემი არ მგონია და ტყუილად დროის ხარჯვაა. ამას მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს.  ეს კანონი ძალაში რომ შევა ეს არ უნდა იყოს ვინმეზე მორგებული მომავალში და არ შეიძლება, რომ ეს ბოროტად გამოიყენოს ვინმემ და მეორე ბიზნესი დააზიანოს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სანამ სრულყოფილად არ იქნება შესწავლილი მოთხოვნა ერთი კომპანიის თუ კომპანიების ჯგუფის მიერ მეორე კომპანიის მიმართ, იქამდე ბიზნესოპერირება არ უნდა შეჩერდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი არა მხოლოდ ბიზნეს-ოპერატორისთვის იქნება, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის და მისი რეპუტაციისთვის.  ჩვენ ჩვენი კომენტარები და რეკომენდაციები მივაწოდეთ  კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით.  რაც შეეხება საპარალამენტო განხილვის გადადებას ამ საკითხზე, ეს არ ყოფილა ჩემი მოთხოვნა, ეს გადაიდება თუ გადმოიდება ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ანტიდემპინგური კანონი.


ეს არის ბიუჯეტიდან გასროლილი გაფლანგული დამატებით მილიონობით ლარი, რომელიც უნდა დაიხარჯოს კადრზე, მათ მივლინებებზე, რეპორტებზე და ტრენინგებზე. თურქეთიდან და უკრაინიდან შემოტანილი საქონელი ქართულ წარმოებაზე გაცილებით იაფი იცით რატომ არის? იქ წარმოებას აქვს სხვა მასშტაბები და შესაბამისად, უფრო იაფი ჯდება.  მოცულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ერთი არის ის, რომ შენ აწარმოებ 60 ათას ტონას, მეორეა როცა უკრაინა 600 ათას ტონას აწარმოებს იგივე სახეობის პროდუქტს. ძალიან ფაქიზად და ფრთხილად უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ანტიდემპინგურ კანონს. ბიზნესი მსხვილდება, ვიღაცა რაღაცას ლობირებს.  მართალია არ გვინდა რაღაცებზე საუბარი, მაგრამ არის იმის დიდი საფრთხე, რომ ვინმემ შეიძლება ეს კანონპროექტი არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს და შესაბამისად ზიანი მიადგება ეკონომიკას და ბიზნესებს.“ - აცხადებს ივა ჭყონია.  


იმპორტიორი კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი მიჩნევს, რომ ანტიდემპინგური კანონი პარალელური იმპორტის, საუბარია, მცირე და ახლადდაფუძნებულ კომპანიებზე, ზრდას გამოიწვევს, რაც ხელს შეუშლის ოფიციალურ იმპორტიორ კომპანიებს პროდუქტის რეალიზაციაში. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ორგანიზებული იმპორტის, ამ შემთხვევაში, მსხვილი კომპანიის  კონტროლი უფრო მარტივია ვიდრე პატარა კომპანიის.  


„ბედნიერები არ ვართ ამით, მაგრამ რეგულაციაა და გაგებით უნდა მოვეკიდოთ! როგორც წესი ზედმეტი რეგულაცია ბიზნესისთვის ყოველთვის დამაზიანებელია. თუ ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფასი ავწიოთ ეს გამოიწვევს პარალელური იმპორტის გაზრდას.  ერთიდაიგივე მწარმოებლის პროდუქტი შეიძლება შემოიტანონ უფრო მეტმა შპს-მ არაორგანიზებული ოფიციალური დისტრიბუტორების პარალელურად.  მაგალითად, თურქული წარმოების ტუალეტის ქაღალდი „სელპაკი“  შემოგვაქვს ჩვენც და ჩვენს გარდა კიდევ 30 სხვადასხვა შპს-ს, რომლიც დღეს იხსნება, ხვალ იკეტება.  ჩვენი როგორც ოფიციალური დისტრიბუტორის გაკონტროლება მარტივია ანტიდემპინგური კანონის გამოყენებით იმიტომ, რომ ორგანიზებული და მასიური სახე აქვს.  საბოლოო ჯამში ეფექტს მაინც ვერ მიაღწევს ეს კანონი,  მაგრამ ზედმეტი რეგულაცია იქნება დიდი კომპანიებისთვის.“ - აცხადებს ვახტანგ საძაგლიშვილი.


მარიამ მორგოშია





სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...


მსგავსი სიახლეები

up