ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

access_time2019-06-17 18:00:06

„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“ ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.  



„2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ საგადასახადო სისტემაში მყოფ კომპანიებს თანხა 15  დღის განმავლობაში უნდა გადაეხადათ,  რაც 5 დღემდე შეუმცირეს. “ოქროს სიაში“ მყოფებს კი საშეღავათო პერიოდი 30 დღე ჰქონდათ. ამჟამად ყველას მომენტალურად ახდევინებენ. გეზ-ში გეუბნებიან, რომ მანქანას ვერ გაიყვან თუ არ გადაიხადე,“-აცხადებს ჭყონია.


მისი განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მან  ბიზნესომბუდსმენს უკვე აცნობა.



„მარაზმში ვართ. კომენტარსაც ვერ ვაკეთებ, ვერ ვხდები რა ხდება. ბიზნესი დათვლილი ხომ გაქვს, ჩამოიტანე 10 000 ლარის ღირებულების პროდუქცია. აქედან დღგ, 18%-ი ანუ 18 000 ლარია, რომელიც გადასახდელია. წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში 15 დღეში უნდა გადაიხადო 18 000 ლარი.  ახლა კი როგორც კი პროდუქცია შემოგაქვს, გეუბნებიან, რომ მაშინვე თუ არ მომცემ 18 000 ლარს, არ გაგატან მანქანასო. წარმოიდგინეთ რა სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან კომპანიები,“ აცხადებს ჭყონია.


გეზ-ში პრობლემები ექმნება საწვავის იმპორტიორ კომპანიებსაც. აღნიშნულს ადასტურებს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვარალაშვილიც.


ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან. შესაბამისად, საკითხს შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციაში ჩაერთვებიან.


სოფო ქსოვრელი

 

 





NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up