ივა ჭყონია: CARREFOUR-ი სასამართლო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს

ივა ჭყონია: CARREFOUR-ი სასამართლო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს

access_time2021-09-14 19:00:00

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე Carrefour-თან გაჭიანურებულ დავაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი რთულ ეტაპზეა გადასული და Carrefour-ი სხდომის გადადებას ხელოვნურად ცდილობს.



“10 მოსარჩელე კომპანიიდან, მხოლოდ ერთი კომპანიის მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა, რომლისთვისაც Carrefour-მა კიდევ ერთხელ დრო ითხოვა, ხელოვნურად გადაადებინა პროცესი და როდის ჩაინიშნება წარმოდგენა არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი და ნეგატიურად აისახება ჩვენს ბიზნესზე.



სასამართლო სისტემა ბიზნესის მიმართულებით გაუმართვია, შესაქმნელია კანონპროექტი, რომელიც იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს დაგვიცავს, რომ დროულად მოხდეს თანხების ამოღება“, – აცხადებს ივა ჭყონია.




მისი თქმით, მოსარჩელეთა რაოდენობა ამ ეტაპზე არ გაზრდილა, თუმცა რამდენიმე კომპანიას მოლაპარაკებები აქვს იურისტებთან.



“კომპანიები აკვირდებიან პროცესს და სარჩელის შეტანის აზრს ვეღარ ხედავენ, ნდობა დაკარგეს, რადგან თითქმის ნახევარი წელია უმიზეზოდ ჭიანურდება პროცესი, იხარჯება ფინანსები და შედეგი ისევ არ გვაქვს, თუმცა სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გავაგრძელებთ,“- აღნიშნავს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე.



საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორი“ Carrefour-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც შეეხმიანა, თუმცა კომპანია კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომპანიამ განცხადება ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა.



შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები Carrfour-ს სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს. მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.



business-partner.ge


თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up