იუსტიციის სახლთან იახტკლუბი აღარ აშენდება - ეწირება თუ არა პოლიტიკას მრავალმილიონიანი ბიზნეს ინტერესი

იუსტიციის სახლთან იახტკლუბი აღარ აშენდება - ეწირება თუ არა პოლიტიკას მრავალმილიონიანი ბიზნეს ინტერესი

access_time2020-07-03 10:50:14

იუსტიციის სახლთან იახტკლუბი აღარ  აშენდება. „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პროექტი რომელიც მერიის ისტორიულ საბჭოზე  უკვე შეთანხმებული იყო პოლიტიკური ინტერესების გამო გაჩერდა.

 

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც შ.პ.ს. „პრემიერ პარკმა“ ეკონომიკის სამინისტროში ტერიტორიის გამოყოფის და იახტკლუბის მშენებლობის საკითხი დააყენა. „პრემიერ პარკის“ წარმომადგენელი „კომერსანტს“ უყვება, რომ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, პროექტის ესკიზური ნაწილი კი თბილისის მერიის ისტორიულ საბჭოზე უნდა განხილულიყო და შეთანხმებულიყო. როგორც კომპანიაში ყვებიან, პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკება მიმდინარეობდა თბილისის მერიასთან და „პრემიერ პარკის“ დამფუძნებლებს შორის., რომლებიც სხვა აქტივს ფლობდნენ  ვერეს ხეობაში. „პრემიერ პარკში“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიის მოთხოვნით აღნიშნული ტერიტორიის ჩანაცვლება სხვა შესაბამისი შეთავაზებით მოხდა, მიზეზი იყო ის, რომ ტერიტორია დატბორვის ზონაში ხვდებოდა.

 

„პრემიერ პარკში“ კომერსანტს განუმარტეს, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და მერიას შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, იმ შემთხვევაში თუ იახტკლუბის ტერიტორიას ეკონომიკის სამინისტრო თბილისის მერიას გადასცემდა მოხდებოდა ადგილმონაცვლეობა ზემოაღნიშნულ აქტივთან (ვერეს ხეობაში არსებული ტერიტორია) და გარკვეული ვალდებულებებით შპს „პრემიერპარკს“ გადაეცემოდა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია განეკუთვნებოდა თბილისის ისტორიულ უბანს და პროექტი მოითხოვდა ისტორიული საბჭოს თანხმობას, რაც კომპანიამ ერთი წლის  შემდეგ მიიღო.   

 

აღნიშნული ტერიტორია 801 კვ.მ. მოიცავდა სადაც  ევროპული სტანდარტებით ნავმისადგომი უნდა მოწყობილიყო, გაწმენდილიყო წყალქვეშა სიღრმეები, შექმნილიყო მიწისქვეშა ავტოსადგომები და განთავსებულიყო თანამედროვე 15 კაციანი სამდინარო იახტები. აგრეთვე დაცული უნდა ყოფილიყო ყველა უსაფრთხოების წესი.

 

პროექტის მიხედვით 476 კვ.მ.- ზე 3 დონიანი  შენობა უნდა აშენებულიყო. თბილისის მერიის არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კომპლექსის პირველ  დონეზე მთავარი შესასვლელი, რეცეფცია და დაცვის ოთახი, იახტკლუბი, დირექციის ოთახი, მაშველების ოთახი, სარემონტო სახელოსნო და სანკვანძის ოთახები უნდა განთავსებულიყო.მეორე დონეზე სპორტული-საწყლოსნო ტურისტული საგამოფენო დარბაზის და სველი წერტილების მოწყობა იყო დაგეგმილი, ხოლო მესამე დონეში კლუბის განთავსება იგეგმებოდა.


 

როგორც „კომერსანტს“ „პრემიერ პარკში“ განუცხადეს სამ წლიანი მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პროექტი ოპოზიციამ გააპროტესტა.  საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ კომპანიას თავის დროზე ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება დატბორვის ზონაში მისცეს და მოგვიანებით, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა თბილისის მერმა დაუშვებლად ცნო, მათ გაცილებით ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადასცეს.

 

„პრემიერ პარკში“ ბრალდებას კორუფციულ გარიგებაზე აბსურდს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებების გამო კალაძის მთავრობამ ისტორიულ საბჭოზე შეთანხმებული პროექტი გააჩერა, კომპანიას კი კიდევ ერთხელ შესთავაზეს ახალი ტერიტორია და ახალი პროექტის მოფიქრება, რასაც როგორც „პრემიერპარკში“ ამბობენ გამოუვალი მდგომარეობის გამო დათანხმდნენ. „პრემიერ პარკში“ განმარტავენ, რომ ეს იყო თბილისისთვის ექსკლუზიური პროექტი, რომელიც ესაჭიროებოდა ქალაქს და ჯდებოდა თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ ღამის ცხოვრების ეკონომიკის განვითარებაში. მათი თქმით, დედაქალაქის მთავრობაში  საინვესტიციო პროექტები ფერხდება  და ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი შემომსვლელი და ადგილობრივი ტურისთვის მნიშვნლოვანი ცენტრი გახდებოდა, სადაც ერთ წერტილში რამდენიმე სივრცე იქნებოდა თავმოყრილი.

 

„მტკვარზე მოწესრიგდებოდა სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნებოდა კოორდინირებული მარშუტები მტკვარზე მცურავი საშუალებებისთვის, უცხოელი დამსვენებლებისთვის იქნებოდა ერთი მთლიანი კომპლექსი სადაც დღის განმავლობაში შეეძლოთ იახტებით სეირნობა, შემდეგ ჩვენს ობიექტს ესტუმრებოდნენ, დაისვენებდნენ, გაერთობდნენ და გააგრძელებდნენ თბილისის დათვალიერებას. აქ რომ ჩატარებულიყო სპორტული ღონისძიებები, შესაძლებელი გახდებოდა ნიჩბოსნობის განვითარება. მოეწყობოდა ღამის კლუბი რომელიც ღამის ცხოვრების და ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა“,-  აცხადებენ „პრემიერ პარკში“.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა რატომ შესთავაზა მესამედ  თბილისის მერიამ ადგილ მონაცვლეობის გზით, მიწის ნაკვეთი „პრემიერ პარკის“ წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც პროექტი მერიის ისტორიული საბჭოზე უკვე შეთანხმებული იყო. რეალურად  გადააფიქრებინა თუ არა ხაბეიშვილმა კალაძეს იახტკლუბისა და მისი ინფრასტრუქტურის  მშენებლობა და ეწირება თუ არა პოლიტიკას მრავალმილიონიანი ბიზნეს ინტერესი.

 

დედაქალაქის მერიაში მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ  ადგილმონაცვლეობა არ განხორციელებულა. თუმცა, ფაქტი ერთია 3 მლნ-იანი პროექტი რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ დოვლათს და განვითარებას მოუტანდა ფურცელზე, პროექტის სახით განუხორციელებელი დარჩა.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up