იუსტიციის სახლში  უძრავი ქონება 1326-მა მესაკუთრემ დააზღვია

იუსტიციის სახლში უძრავი ქონება 1326-მა მესაკუთრემ დააზღვია

access_time2019-04-12 10:40:25

იუსტიციის სახლში მომხმარებლები უძრავი ქონების დაზღვევბის სერვისით აქტიურად სარგებლობენ ამ დრომდე 1326-მა მოქალაქემ  კერძო სერვისით ისარგებლა და უძრავი ქონების შეძენის პარალელურად შენაძენი იქვე სივრციდან გაუსვლელად დააზღვია.

იუსტიციის სახლში აღნიშნული სერვისი 2017 წლიდან მოქმედებს. უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალფამ გაიმარჯვა. კომპანია „ალფა იუსტიციის სახლის მომხმარებლებს განსაკუთრებულ, სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პაკეტს სთავაზობს. მათ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ. , რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს.



ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება არ უწევთ.



პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევასაც, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი.
უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელთაც ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აქვს რეგისტრირებული.




იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეებს სთავაზობს მათთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში. მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი საკითხია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.


„კომერსანტი“





რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up