იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მას ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი - რატი ბრეგაძე

იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მას ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი - რატი ბრეგაძე

access_time2022-11-29 17:27:58

დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, მსჯავრდებული სააკაშვილი  სასჯელს  იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.


როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს სთავაზობს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში.


„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაძაბულობის მუხტის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  საზოგადოებს უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილი საპატიმროში შესახლების დღიდან, სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობთ აქვს მინიჭებული. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო დაახლოებით1500. ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც სააკაშვილს წარმოეშვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული – მე-12 დაწესებულებაში, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომ სამხედრო დაწესებულებაში. შემდეგ, ის განთავსებული იყო მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ჰქონდა დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც იგი საკუთარი გადაწყვეტილებით სრულყოფილად არ იტარებდა. მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების მინიმიზაციის მიზნით, იგი გადაყვანილი იყო მრავალპროფილურ კლინიკაში რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, სადაც იმყოფება დღემდე“, – განაცხადა ბრეგაძემ.



რატი ბრეგაძის განცხადებით, მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც ექიმების მისამართით კეთდება.


„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ექიმების დისკრედიტაციის და დაუმსახურებელი უნდობლობის გამოცხადების არაერთი მცდელობა ვიხილეთ, რაც ჩვენს მიერ მკაცრად იყო დაგმობილი და მრავალჯერ მოვუწოდეთ ყველას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის მიუხედავად ერთგულად ახორციელებს თავის მოვალეობას. ჩვენს ასევე მივმართეთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჯანმრთელობის შესაფასებლად და ექპერტიზაა ჩანიშნული. ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობაზეც სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ასევე, ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართულების იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები. გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.


თეგები:
სააკაშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up