იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“  ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა

access_time2020-10-03 18:00:00

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) საქართველოს მიმართ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები დებატების გარეშე განიხილა და 2 საქმეზე („ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.



„კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა.



გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და



• პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა ინსტიტუტის შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით;




• ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის გაფართოება;



• პოზიტიურად შეაფასა მთავრობის მუდმივი ძალისხმევა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სფეროში გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით;



• მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელ განაჩენთა მაჩვენებელი.



ამასთან, კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ კუთხით დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი შედეგები.



მინისტრთა კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე მომჩივნებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამართალწარმოებაში და, სურვილის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვონ კომპენსაცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე და მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.



მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის დეკემბრის სხომაზე დაუბრუნდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up