იუსტიციის სამინისტრო: 2010 წელს აჭარაში არსებული მიწის ნაკვეთების მასობრივი ჩამორთმევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა

იუსტიციის სამინისტრო: 2010 წელს აჭარაში არსებული მიწის ნაკვეთების მასობრივი ჩამორთმევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა

access_time2020-11-12 16:49:12

2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „კვირიკაძე-მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ“; „ირემაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები ამორიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან დავის ეროვნულ დონეზე გადაწყვეტის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.



„2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა კერძო პირების მიერ მიწის მართლზომიერი მფლობელობის, მართლზომიერი სარგებლობისა და თვითნებური დაკავების შემთხვევებში საკუთრების უფლების ოფიციალური აღიარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – კომისია („საკუთრების აღიარების კომისია“).



ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა მომჩივნების საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა, 2010 წელს ამავე კომისიამ გადასინჯა ეს გადაწყვეტილება და 3 დეკემბერს მიწის ნაკვეთებზე მომჩივნების საკუთრების უფლების რეგისტრაცია გააუქმა. მომჩივნებმა საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრეს, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული.



ზემოაღნიშნული საქმეების მომჩივნების დავა ევროპული სასამართლოს წინაშე შეეხებოდა მათთვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების გამო კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.




ზემოთ მითითებულ პერიოდში მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 26 პირის მიერ წარდგენილ იქნა 21 ინდივიდუალური საჩივარი.



გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს, სხვებს შორის, ზემოხსენებულ სამ მომჩივანს, დაუსაბუთებლად ჩამოერთვა საკუთრების უფლება, 2017 წლიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ინდივიდუალურად საკუთრების უფლების გაუქმების საკითხის შესწავლა თითოეული პირის მიმართ.



დასახელებულმა კომისიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია, რათა აღედგინა საქართველოს არაერთი მოქალაქის დარღვეული უფლება. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ბათუმის კომისიის მიერ განხილულია 165 საქმე საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელთაგან დაკმაყოფილდა 140 განცხადება. მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღნიშნული კომისიის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, სამივე მომჩივანს – ოთარ შავაძეს, ენვერ ირემაძესა და შორენა კვირიკაძე-მახარაძეს – ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში დაუბრუნდათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე.



ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოტანილ განჩინებაში დადგენილად მიიჩნია მომჩივანთათვის საკუთრების უფლების აღდგენის ფაქტი და განაცხადა, რომ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მომჩივნები აწარმოებდნენ დავას სტრასბურგის სასამართლოში, აღარ არსებობს. შესაბამისად, ზემოხსენებული ინდივიდუალური საჩივრები ამოირიცხა სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე როგორც ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილი დავა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up