იუსტიციის სამინისტოს ფინანსურ  ანგარიშგებაზე სახელმწიფო აუდიტმა უარყოფითი დასკვნა გასცა  - რა ხარვეზები აღმოჩნდა ბრეგაძის უწყებაში

იუსტიციის სამინისტოს ფინანსურ ანგარიშგებაზე სახელმწიფო აუდიტმა უარყოფითი დასკვნა გასცა - რა ხარვეზები აღმოჩნდა ბრეგაძის უწყებაში

access_time2023-02-04 09:30:12

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ანგარიშგებებს ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობის, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილების, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების შესახებ, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

 

აუდიტის სამსახურის შეფასებით,  აბზაცში − „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარისგებაზე გაიცა უარყოფითი დასკვნა.



რამდენიმე მიგნება, რომელიც უარყოფითი დასკვნის საფუძველი გახდა:

 

-საჯარო რეესტრის სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს 2021 წელს მოთხოვნა-ვალდებულებების ინვეტარიზაცია არ ჩაუტარებია;


-2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახურისფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 1,310,904 ლარის ღირებულების მიწა, რომლებზეც შეწყვეტილია სარგებლობის უფლება.


- იუსტიციის სახლის ბალანსზე ირიცხება 5,777 კვ.მ მიწა,4 რომელიც არ არისშეფასებული და ღირებულებით ასახული.


- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითწარდგენილ ფინანსურ ანგარიშგების მუხლში − „ვალდებულებებიდეპოზიტით“ ასახულია 154,105,414 ლარის ნაშთი. აღნიშნული მუხლი შედგება სააღსრულებო პროცედურების შედეგად ამოღებული და კრედიტორებისთვის გასანაწილებელი თანხებისა და გირაოს თანხებისაგან.6 ვალდებულებების აღრიცხვასთან მიმართებით ვლინდება შემდეგიგარემოებები:



· 2,274,969 ლარის ოდენობით სადეპოზიტო ვალდებულებისწარმოშობის წელი და კრედიტორების ვინაობა არ არისიდენტიფიცირებული. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბიუროს შექმნის დროს არსებულაღრიცხვის პრობლემებს, რის შედეგადაც ვერ ხერხდება კრედიტორებისიდენტიფიცირება;


· აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშიწარდგენილი შემოსავლებიდან 514,000 ლარის7 წარმოშობის თარიღია 2020ან წინა წელი და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მიმდინარე წლისშემოსავალს. ასევე 2021 წელს გამომუშავებული8 შემოსავლების ნაწილი −221,000 ლარი, არ არის აღიარებული 2021 წლის ანგარიშგებაში;


· სადეპოზიტო ვალდებულებების ანგარიშზე არსებული ნაშთების და ოპერაციების კონტროლისთვის არ არსებობს შესაბამისი პროგრამულიუზრუნველყოფა, მონაცემთა დამუშავება ხდება მანუალურად, MS Excel-ისპროგრამაში, რაც საჭიროებს დიდ დროით რესურსს. კონტროლისსპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს ადამიანური ფაქტორითგამოწვეული შეცდომის დაშვების რისკიც. ამგვარი სახის კონტროლი ვერუზრუნველყოფს სადეპოზიტო თანხების შესახებ სანდო და ოპერატიულიინფორმაციის მიღებას;


· სადეპოზიტო ვალდებულების საბოლოო ნაშთი მოიცავსგამარტივებული საქმისწარმოების საფასურს, თანხით − 67,000 ლარი, რაცბიუროს შემოსავალია და არა ვალდებულება.

 

- სერვისების სააგენტოს და საჯარო რეესტრის სააგენტოს შემოსავლების სისტემა მოიცავს ყოველდღიურ რუტინულ და მრავალრიცხოვან ოპერაციას, რომელთა დარიცხვის მეთოდის საფუძველზე აღრიცხვა მოითხოვს საინფორმაციოტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამულიუზრუნველყოფის არსებობას, რაც დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სსიპ- ებში შემუშავებული არ არის. სააგენტოებში არ არსებობს შესაბამისი სისტემა, რომლის მეშვეობითაცინტეგრირებული იქნება ინფორმაცია მომხმარებლის მიერ წინასწარგადახდილი საფასურების და ფაქტობრივად გაწეული მომსახურებებისშესახებ.


აუდიტის შედეგად, ბილინგის სისტემაში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია, დაახლოებით, 829,000 ლარის განაცხადი,10 რომელსაც აქვს სტატუსი − „მიმდინარე“. შესაბამისად, თანხა 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად შემოსავლისა, უნდა აღიარდეს, როგორც კრედიტორული დავალიანება (მიღებული ავანსი)

 

- მიზეზი გავლენა რეკომენდაცია სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება ორგანიზაციაშიაღრიცხვის თანმიმდევრულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.


სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ერთიანი სააღრიცხვო მეთოდიკონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად(მაგალითად, მარაგების აღრიცხვის მეთოდი). 


აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ აქვს შემუშავებული სააღრიცხვოპოლიტიკა მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებით.

 

- პენიტენციურ სამსახურში არ არის დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. ამასთანავე, გამოვლინდა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის.


იუსტიციის სახლს არ აქვს დანერგილი შესაბამისი კონტროლები საწვავის გახარჯვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, 2021 წელს გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ვერ იდენტიფიცირდა ერთ-ერთი VIPბარათით გახარჯული დიზელის საწვავის მიზნობრიობა და სხვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up