იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელს, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელს, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა

access_time2020-10-08 21:00:09

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს; ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებზე ისაუბრა. მან ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელსა და საელჩოს წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



უწყებათაშორისი კომისიის მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფაა.



კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.



„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს კომისია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც უწყებებთან ერთად ნებისმიერი საკითხი განიხილება, რაც შეეხება საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერ ჩარევას. კომისიის მანდატი არამართლზომიერი ჩარევების წინააღმდეგ რეაგირებასა და პრევენციას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა არის აქტიურად გამოყენებული. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ამ არჩევნებზე იყოს თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე.



იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს, ასევე, გააცნო დღეს გამართული კომისიის სხდომის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების მიმართ გაცემული რეკომენდაციები:




· თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;



· საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად გაემიჯნონ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ისე, თუნდაც, აღქმა არ დარჩეს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედებენ;



· მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისა და ძალადობისგან.



ასევე, კომისია რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:



· გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი;



· გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, საჯარო მოსამსახურეებს, კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.



შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები თანასწორუფლებიან გარემოში გაიმართება, სადაც ნებისმიერ ამომრჩეველს საშუალება ექნება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ სუბიექტს შორის.



ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩესმა გოჩა ლორთქიფანიძეს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up