იუსტიციის მინისტრი - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

იუსტიციის მინისტრი - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

access_time2021-10-21 15:40:43

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად.


სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონში აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

ინფორმაციისთვის, რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში. გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში“, - განაცხადა მინისტრმა.





„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...


მსგავსი სიახლეები

up