იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მუხლის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მუხლის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

access_time2017-02-15 20:16:52

ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულომ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შინაარსის 771 მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, სახალხო დამცველმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს.

 

 

პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჭარბი ხმაურის შედეგად ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელ და უვნებელ გარემოში. „ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე, რომ ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა ისე, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არ დავაზარალოთ კერძო ბიზნესი და ხელი არ შევუშალოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

„ევროპაში შესვლა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია არ არის, თუ ევროპული გზა ავირჩიეთ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და საცხოვრებელი გარემო - ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უვნებელი", - აღნიშნა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.

 


 

საკანონმდებლო წინადადების მომზადების აუცილებლობა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც მიიჩნევს. მისი თქმით, მოქალაქე, რომელსაც აქვს ნორმალური ძილისა და მოსვენების უფლება, არ უნდა იყოს შეწუხებული ხმაურით, მაგრამ მისივე მოსაზრებით, კარგი იქნებოდა საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოეხდინა რეგულირების გავლენის შეფასება აღნიშნულ საკითხზე.

 

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოსაზრებებიც მოისმინეს, რომლებიც პერმანენტული ხმაურით არიან შეწუხებული და რომელთა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენა უარყოფითად აისახა. მოქალაქეებმა კანონპროექტის დროული მიღება და ამოქმედება მოითხოვეს. მომღერალი ლიზა ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ უკანონობაა ერთი ადამიანის ჯანმრთელობის შელახვის ხარჯზე მეორე გაერთოს ან ბიზნესი წარმართოს.

 

 

წარმოდგენილ დოკუმენტში დასაშვები და დაუშვებელი ხმაურის სიდიდე დეციბელებითაა განსაზღვრული, დასაშვები ნორმის ზემოთ არსებულ ხმაურზე კი შესაბამისი სანქციებია დაწესებული. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოიწვევს დადგენილ ნორმაზე მეტ ხმაურს, პირველ ჯერზე მიიღებს გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას: ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ყოველი შემდგომი გამეორება გაორმაგებულ დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

 

 



ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up