იუნკერი: Brexit-ის გეგმის დასამტკიცებლად ბრიტანეთისთვის მიცემული ვადა აღარ გადაიწევს

იუნკერი: Brexit-ის გეგმის დასამტკიცებლად ბრიტანეთისთვის მიცემული ვადა აღარ გადაიწევს

access_time2019-04-03 19:23:16

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის Brexit-ის გეგმის დასამტკიცებლად მიცემული ვადა, 12 აპრილი საბოლოოა და ის აღარ გადაიწევს“- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


იუნკერის განცხადებით, 12 აპრილის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების საფრთხის ქვეშ დაყენება დაუშვებელია.


„ის, რომ შეთანხმება შესაძლოა 12 აპრილსაც არ შედგეს, ყველაზე მოსალოდნელი სცენარია, რაც ევროკავშირს ნამდვილად არ სურს, თუმცა ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა იუნკერმა.


2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტერეზა მეი ევროკავშირს Brexit-ზე დროის გახანგრძლივებას სთხოვს.



დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს გაერთიანებიდან გასვლის შესახებ შეთანხმების პირობები 12 აპრილამდე უნდა წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.


დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა Brexit-ის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო, რის გამო ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა.


ბრიუსელმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა 12 აპრილამდე მისცა.


ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.


imedinews.ge




თეგები:
Brexit



ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა
access_time2019-11-20 23:34:23
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი...

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში
access_time2019-11-20 20:00:48
გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...


მსგავსი სიახლეები

up