iTechnics -ი Apples ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

iTechnics -ი Apples ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

access_time2017-12-24 11:14:31

კომპანია „ iTechnics“-ი და „Apple“-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც მომხმარებლის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში iTechnics-ში შეძენილ პროდუქციაზე მომხმარებელი ისარგებლებს 1 წლიანი Apple-ის საერთაშორისო გარანტიით უკვე საქართველოშიც. კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


ოფიციალური პარტნიორობის პარალელურად, კომპანიამ სრული რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა კომპანიის დასახელება (იყო iTechnic, ახლა არის iTechnics), ლოგო, კორპორატიული ფერები, ეტაპობრივად შეიცვლება ასევე მაღაზიების ინტერიერი და ექსტერიერი.


დამზადდა ახალი, არასტანდარტული ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია Apple-ის ყველა სიახლეზე. თითოეულ მომხმარებელს ექნება პირადი „ექაუნთი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შეძენილი ტექნიკის საგარანტიო პირობებსა და ვადებზე.



აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელის ცვლილება გამოწვეული იყო იმ სამართელბრივი დავის დასრულებით, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.


საბოლოოდ iTechnics-მა მოახერხა თავისი კუთვნილი სახელის დაბრუნება და სწორედ აღნიშული სახელით აგრძელებს ოპერირებას ბაზარზე.





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up