იტალიური ხმელთაშუა ზღვის კამეჩი და ალპური ჯიშის თხა - „აჭარა ჯგუფი“ უდაბნოს პროექტის განვითარებას აგრძელებს

იტალიური ხმელთაშუა ზღვის კამეჩი და ალპური ჯიშის თხა - „აჭარა ჯგუფი“ უდაბნოს პროექტის განვითარებას აგრძელებს

access_time2020-07-03 17:00:00

იტალიური ხმელთაშუა ზღვის კამეჩები (Mediterranean Water Buffalo), ალპური ჯიშის თხა (Alpine Goat) -  „აჭარა ჯგუფი“ უდაბნოს პროექტს რძის პროდუქტების მიმართულებით განვითარებას აგრძელებს. უკვე მეოთხე წელია „აჭარა ჯგუფი“ საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ ფარგლებში აგრო-მეწამეობასა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით 5500 ჰექტარამდე მიწის განვითარებას ახდენს.


„ფერმიდან მაგიდამდე“, კამეჩებისა და თხების ფერმა, სასტუმრო  უდაბნოში, ნუშის ბაღები, კენკრის ბაღები, რძის საწარმო - „უდაბნოს“ ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტებზე, პანდემიის გავლენასა და სამომავლო გეგმებზე „კომერსანტს“ პროექტის დირექტორი ნინო კვერნაძე ესაუბრა.


„უდაბნოს“ ტერიტორიაზე რძის საწარმოს აშენების გეგმა Covid-19-ის გავრცელებამ შეაფერხა. როგორც კომპანიაში განმარტავენ,  საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის გამო საერთაშორისო კონსულტანტები ჩამოსვლას და პროექტების დაგეგმვას ვერ ახდენენ. თუმცა, როგორც ნინო კვერნაძე განმარტავს, წლის ბოლოს „აჭარა ჯგუფის“ რძის საწარმო „უდაბნოს“ ტერიტორიაზე აშენდება და რძის პროდუქტების წარმოებას დაიწყებს. ადგილობრივი რძის პროდუქტებით ჯერჯერობით, მხოლოდ „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროები და რესტორნები მარაგდება, თუმცა სამომავლოდ წარმოების გაზრდის შემთხვევაში მათი ქსელებში გაყიდვაც განიხილება.


„იტალიიდან  ჩამოვიყვანეთ კამეჩები, რომელსაც ჰქვია ხმელთაშუა წყლის კამეჩები, ასეთი ჯიში საქართველოში არავის ჰყავს. ამჟამად ფერმაში სულ 32 კამეჩი და 32  ალპური ჯიშის თხა გვყავს.  „უდაბნოს“ პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა რძის გადამამუშავებელი პატარა საწარმოს გაკეთება, რომ ჩვენივე რძის პროდუქცია გვეწარმოებინა და ჩვენივე სასტუმროები მოგვემარაგებინა, მაგრამ სამწუხაროდ Covid19-ის გამო ვერ ჩამოვიდნენ კონსულტანტები, ვისაც უნდა აეწყო ჩვენთვის საწარმოს სისტემა.


ახლა რძეს ვყიდით ყველის მწარმოებლებზე, ისინი ამზადებენ, ჩვენ გვიბრუნდება და ვამარაგებთ ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებს. ჩვენს რძის ნაწარმს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ყველაფერი ნატურალურია და ძნელი საშოვნელი. საზღვრების გახსნის შედეგ ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ კონსულტანტები და დავიწყოთ ჩვენი რძის გადამუშავება.


ჯერჯერობით რძის ნაწარმის ცოტა რაოდენობა გვაქვს და არის მხოლოდ ჩვენი სასტუმროების მომარაგებისთვის.  თუ გაიზარდა რძის წარმოება, მერე შეიძლება განვიხილოთ გასაყიდად სხვა ობიექტებში გაშვებაც. „აჭარა ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ პროდუქციას.  არ ვაპირებთ, რომ უზარმაზარი საწარმო გავაკეთოთ, რადგან ადგილობრივი მეურნეობის ხელშეწყობას ვცდილობთ.



კამეჩის მოცარელა, კამეჩის მაწონი, თხის ყველი - ჩვენ გვინდა რომ სამომავლოდ ბევრი რამ გავაკეთოთ, რამდენიმე სახეობის თხის ყველი და კამეჩის რძის ნაწარმი,“ - აღნიშნა ნინო კვერნაძემ.




„უდაბნოს“ პროექტისთვის „აჭარა ჯგუფმა“ მიწების შეძენა 2016 წელს დაიწყო. 5500 ჰექტარი ეტაპობრივად ვითარდება. ბაღების გაშენება 2017 წელს დაიწყო - 2000 ჰექტარზეა ნუშის ბაღები, რომელიც თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის, 20 ჰექტრემდე არის კენკრა - მარწყვი, მაყვალი და ჟოლო.  8 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი, სადაც მოყვანილია 150 ქართული ენდემური ჯიშის ვაზი. როგორც ნინო კვერნაძე განმარტავს, იგეგმება კოლექციის გაზრდა, რომელიც ყურძნის ქართული მუზეუმის დანიშნულებას შეასრულებს.


„ეს ტერიტორია ნელნელა უნდა განვავითაროთ.  ახლა  2000 ჰექტარზე მეტია ათვისებული. მანამდე კი, არაფერი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი უდაბნო იყო, არც წყალი იყო და არც ხე. ახლა 675 ათასი ხე გვაქვს დარგული,“ - ამბობენ „აჭარა ჯგუფში“.


 „ფერმიდან მაგიდამდე“ სქემა გულისხმობს ადგილობრივად მოყვანილი პროდუქციის მიწოდებას „უდაბნოში“ სამომავლოდ აშენებული სასტუმროს ვიზიტორებისთვის.  ამჟამად სატესტოდ ამუშავდა სქემა და ხდება სხვადასხვა კულტურების მოყვანა.


„უდაბნოში“ სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაქსიმუმ ორ წელიწადში გვექნება სასტუმროც და რესტორანიც. ძალიან ბევრი რაღაც იყო გასაკეთებელი,  წლები სჭირდება ამ სქემის აწყობას.  როცა სასტუმროს ავაშენებთ, უკვე იქნება მზა  პროდუქტი. თემა შეკრულია და ბოლოს მიდის სტუმარმასპინძლობის სქემამდე,“ - აღნიშნა ნინო კვერნაძემ.


პანდემიის პერიოდში პროექტ „უდაბნოში“ პროცესები არ გაჩერებულა. ამასთან, ჯგუფის სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულები, ვისაც პანდემიის დროს სამსახური არ ჰქონდათ, „უდაბნოს“ მეურნეობებში დასაქმდნენ.


„პანდემიის დროს არაფერი  გაჩერებულა იმიტომ, რომ ნარგავი ცოცხალი ორგანიზმია და სჭირდება მოვლა. ჩვენ უმეტესად ადგილობრივ მოსახლეს ვასაქმებთ,  100-დან 400 ადამიანამდე შეიძლება დავასაქმოთ ყოველდღიურად. ერთადერთი,  ტრანსპორტირებაში გვქონდა პრობლემა რადგან შეზღუდვები იყო ადამიანების რაოდენობაზე.  ჩვენი ინიციატივით,  ვინც სტუმარმასპინძლობის სფეროში იყო დასაქმებული და ვერ მუშაობდა, დავასაქმეთ „უდაბნოს“ პროექტში,“ - განმარტა პროექტ „უდაბნოს“ დირექტორმა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up