იტალიის 20-ვე რეგიონი კოვიდ 19-ის გავრცელების დაბალი რისკის ზონად , ე.წ. „თეთრ ზონად“ გამოცხადდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მოქალაქეებმა პირბადეები დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში უნდა გამოიყენონ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების მესამედი, ანუ 17 572 505 პირია, ვაქცინირებული.
IPN.GE