იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.
„ვაქცინის შექმნამდე ვირუსთან თანაცხოვრებისთვის, ჩვენი ეკონომიკის ამოქმედებისთვის და სერიოზულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებისთვის ერთი ნაბიჯითაც უკან არ უნდა დავიხიოთ პროფილაქტიკური ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გახანგრძლივებს“, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
რობერტო სპერანცას თქმით, აღნიშნული ზომები მოიცავენ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვას, ხალხის მასობრივი შეკრების აკრძალვასა და კარანტინის დარღვევისთვის სანქციის დაწესებას.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომლის მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 243 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 195 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 984 ადამიანი კი გარდაიცვალა.
imedinews.ge