იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური „ვიზეარს“ და „რაიანეარს“ უჩივის

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური „ვიზეარს“ და „რაიანეარს“ უჩივის

access_time2018-11-08 17:03:55

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, რომელიც ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის - „ვიზეარის“ და „რაიანეარის“ მიერ ხელბარგთან დაკავშირებული წესების შეცვლის მართებულობას შეისწავლის.


როგორც „როიტერსი“ წერს, გამოძიების დაწყებამდე, რეგულტორმა ორივე კომპანიას ახალი წესების ამოქმედება გადაუვადა. ამ ახალი წესების შესაბამისად, მგზავრებს სალონში უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგის ატანის უფლება ეძლევათ.


ორივე კომპანია ირწმუნება, რომ ახალი წესები, რეისების გადადებებს შეამცირებს და მომსახურებას გააუმჯობესებს. თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, როგორ. იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური თვლის, რომ ახალი წესებით, მგზავრთა უფლებები ილახება.



ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით: „საჰაერო გადაყვანების  ისეთ მნიშვნელოვან ელემენტზე, როგორიც ხელბარგია, დამატებითი გადასახადის შემოღებით, ბილეთის რეალურ ფასზე მცდარ წარმოდგენას იძლევა, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ“.


ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „რაიანეარმა“ და „ვიზეარმა“ ახალი მოთხოვნების ამოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ შეასრულეს. საინტერესოა, რომ წაგების შემთხვევაში, კომპანიებს მაქსიმუმ 5 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები ემუქრება.


ცნობისათვის, ახალი წესების შესაბამისად, „ვიზეარის“ მგზავრებს სალონში მხოლოდ 40х3x20 სმ ზომის და მაქსიმუმ 10 კილოგრამი წონის ხელბარგის ატანის უფლება აქვთ, „რაიანეარის“ შემთხვევაში კი შეზღუდვა კიდევ უფრო მკაცრია - 40x25х20 სანტიმეტრი და 10 კილოგრამი. იმისათვის, რომ მგზავრმა სალონში უფრო დიდი ზომის ტვირთის შეტანის უფლება მიიღოს, მან პრიორიტეტული ჩასხდმის ბილეთი უნდა შეიძინოს, რაც ჩვეულებრივ ბილეთზე ძვირი ჯდება.


bpn






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up