იტალიიდან ფულადი გზავნილები თითქმის განახევრებულია, მნიშვნელოვნად იკლო გადმორიცხვებმა საბერძნეთიდან და ესპანეთიდან

იტალიიდან ფულადი გზავნილები თითქმის განახევრებულია, მნიშვნელოვნად იკლო გადმორიცხვებმა საბერძნეთიდან და ესპანეთიდან

access_time2020-04-06 10:00:28

საქართველოს ეკონომიკაში უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ხშირ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ლარის კურსზეც ახდენს გავლენას. კორონავირუსის პანდემიის გამო კი ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი შემცირება დაემუქრა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, ზრდა დაფიქსირდა 2020 წლის იანვარ-თებერვალშიც, გადმორიცხვების უმეტესობა რუსეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან მოხდა, სადაც დღეისათვის პანდემია მნიშვნელოვნადაა გავრცელებული.


მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვის ოფიციალური მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებითი დარტყმა იქნება.


„ინტელექსპრესის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლევან თავართქილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იტალიიდან, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან მარტის მონაცემებით ფულადი გზავნილები საქართველოს მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.


„ჩვენ, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, 70-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები. მათ უმრავლესობაში, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გზავნილების კუთხით კლება შეინიშნება. გლობალური მასშტაბითაა გზავნილები შემცირებული ქვეყნებში, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული და სპეციალური საბუთის გარეშე სახლიდან გამოსვლა იკრძალება. ყველაზე მეტად ეს პროცესი იტალიას დაეტყო, საიდანაც მარტის თვეში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილები თითქმის განახევრებულია. იტალიიდან გზავნილები არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მიმართულებითაც შემცირდა, სადაც ჩვენი სისტემით იგზავნება თანხები, მაგალითად უკრაინის, სომხეთის, ფილიპინების და ა.შ. ასევე იკლო გზავნილებმა ესპანეთიდან და საბერძნეთიდან. ამ ორ ქვეყანაში კარანტინი მარტის ბოლოდან გამკაცრდა, ამიტომ ასეთი დიდი შემცირება არ გვაქვს. თუმცა, აპრილში მონაცემების ცვლილებას ველოდებით. ყველაფრის მიუხედავად, გვაქვს პოზიტიური ძვრები ონლაინ გადარიცხვების მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოდან  ფულად გზავნილებს, მცირედი კლება შეინიშნება, თუმცა,გზავნილების სერვისი ჩავანაცვლეთ ევროპაში საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის სერვისით, რასაც მომხმარებლები აქტიურად იყენებენ“, - განმარტავს ლევან თავართქილაძე.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მარტში თებერვალთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადი დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული, თუმცა,20-30%-ით გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილი თანხების რაოდენობა.


„მარტში წინა თვესთან შედარებით ზოგადად ფულადი გზავნილები შემცირებულია. მაგალითად, ჩვენი ქსელის „რიკო-გრამის“ მიერ განხორციელებული გზავნილები საზღვარგარეთიდან საქართველოში დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული ანუ თითქმის განახევრებულია. ამ ქსელის საშუალებით ხდება ძირითადად ისრაელიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ფულადი გზავნილების მიღება, ეს კი ის ქვეყნებია რომლებმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 20-30%-ით არის გაზრდილი საქართველოდან ამ ქვეყნებში ფულადი გზავნილების გაგზავნა“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up