"იტალიელი ექსპერტის დასკვნით, გელათის რესტავრაციისას მძიმე შეცდომებია დაშვებული" - ვაჩეიშვილი

access_time2021-01-09 15:10:37

ხელოვნებათმცოდნე, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ იტალიელი რესტავრატორისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

ნიკა ვაჩეიშვილმა გაასაჯაროვა მისგან მიღებული წერილის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია: 

"... ყველა სპეციალისტის აზრით,მთავარი დეფექტი/ნაკლი არის კრამიტის დამაგრება პირდაპირ ხსნარიან ზედაპირზე, რადგან მათი პირდაპირი კონტაქტი წარმოქმნის ზედაპირსა და კერამიკას შორის კონდენსატს (წყლის წვეთებს), რომელიც ვეღარ ორთქლდება და შიგნით რჩება. თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებზე, როგორიცაა სიცილია ან სხვა ხმელთაშუა ზღვის ზონები, ამ ტიპის გადახურვას სერიოზული დაზიანება არ ემართება. მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ეცემა (როგორიც საქართველოა) კონდენსატი იყინება და წარმოქმნის ბზარებს კრამიტზე, რის შედეგადაც დაზიანებულ მონაკვეთებში შედის წყალი". 

რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ ფორმულას უთხრა, რომ არც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც სააგენტოს ედავებიან, უწყებას დასაბუთებულად არ მოუსმენია. 


"ვერც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც ღვთისმშობლის შობის ტაძრის რეაბილიტაციასთან მიმართებაში ჩვენ გვედავებიან, დასაბუთებულად არ მოგვისმენია. საერთაშორისო იკომოსთან ერთად საქართველოს იკომოსიც ამ პროექტს იცნობს. ჩვენ მივიღეთ მათგან სათნადო რეკომენდაციები, რომელთა დიდი ნაწილიც გათვალისწინებული გვაქვს".- თქვა ბექა ბარამიძემ.  

გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი თუნუქით გადახურვა. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნით თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს. 


Formulanews.ge




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს გააორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს გააორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up