იტალიაში საქართველოს ელჩი კოტნსტანტინე სურგულაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბაზილიკატას რეგიონში, სადაც შეხვედრები გამართა რეგიონის პრეზიდენტთან ვიტო ბარდისთან, ქ. პოტენცას მერთან მარიო გუარენტესთან, ქ. მატერას მერთან დომენიკო ბენარდისა და ბაზილიკატას სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან მიკელე სომასთან. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბაზილიკატას რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები: ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.
ელჩმა რეგიონის ხელმძღვანელობას გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები. ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკის შესახებ.
ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა, ბოლო წლებში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს.
ელჩმა, ასევე, ისაუბრა ქართული კულტურის ისტორიაზე, მის უნიკალურობასა და ღირებულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის ტრადიციას და ექსპორტს იტალიაში.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ბაზილიტაკას რომელიმე ქალაქთან დამეგობრების შესაძლებლობებს და თანამშრომლობის გააქტიურებას სხვადასხვა სფეროებში“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.